არაბთა გაერთიანებული საამიროების უმდიდრესი საამიროს, დუბაის ხელისუფლებამ არარეზიდენტი ინვესტორებისთვის უძრავი ქონების გასხვისების პროცედურებს ართულებს.

ახალი კანონის თანახმად, მინდობილობის მიცემის პრაქტიკა აიკრძალება, ანუ უძრავი ქონების გაყიდვის პროცესს ბინის, სახლის თუ კომერციული ფართის მფლობელი თავად უნდა დაესწროს. ამ გზით, ქვეყნის ხელისუფლება უძრავი ქონების სექტორში მეტი გამჭვირვალობის შეტანას გეგმავს.

ახალი კანონმდებლობა ძალაში მიმდინარე კვირას შევა. მას შემდეგ, უძრავი ქონების გამყიდველი ვალდებული იქნება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებულ ბანკში ანგარიშის ნომერი გახსნას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ტრანზაქციიდან მიღებულ შემოსავალს ვერ გამოიყენებს. როგორც სახელმწიფო უწყებებში განმარტავენ, მინდობილი პირის ინსტიტუტი კვლავაც იარსებებს, მაგრამ თავად თანხა ბინის მესაკუთრის ანგარიშზე უნდა ჩაირიცხოს.