პორტუგალიელი ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ Perplexity AI-ის აქციონერი გახდა. ეს ინვესტიცია, რომელიც არაფერია, თუ არა სტრატეგიული გადაწყვეტილება, ადასტურებს, რომ ფეხბურთის ვარსკვლავი სპორტული მიღწევებით არ კმაყოფილდება და კარიერის დასრულების შემდეგ საკუთარი ბიზნესიმპერიის გაფართოებას გეგმავს, მათ შორის უკვე ტექნოლოგიებშიც.

    Perplexity AI, რომელიც სილიკონის ველის ერთ-ერთ ყველაზე იმედის მომცემი სტარტაპია, Google-ის, OpenAI-ის და META-ს ყოფილმა თანამშრომლებმა 2022 წელს დააფუძნეს. დღეს, კომპანია $20 მილიარდადაა შეფასებული, ხოლო მის სამეთვალყურეო საბჭოში ისეთ სახელებს ვხვებით, როგორიცაა ჯეფ ბეზოსი და NVIDIA. ამ ადამიანებს, ახლა რონალდუც შეუერთდა, რაც ადასტურებს რომ AI ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ხდება.

    ხუთი ოქროს ბურთის მფლობელი პორტუგალიელი შემტევი, კრიშტიანუ რონალდუ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენია კაცობრიობის ისტორიაში. პორტუგალიელის ბიზნესიმპერია მისი პირადი ბრენდის, CR7-ის გარშემო არის შექმნილი და სპორტული ტანსაცმლის, პარფიუმერიის, ველნესის, ფიტნესის და სტუმარმასპინძლობას სექტორებს მოიცავს.

    ამავდროულად, რონალდუ ძვირად ღირებულ უძრავ ქონებას ფლობს და ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა Nike, Binance, Jacob & Co და Louis Vuitton. თან, რაც ყველაზე საინტერესოა, რონალდუ ყველაზე ცნობილი ადამიანია პლანეტაზე, რომელსაც Facebook-ში, Instagram-ზე და YouTube-ზე 915 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. ამ ყველაფრის დამსახურებით, კრიშტიანუ რონალდუ მილირდერიცაა.