ნიდერლანდელი ფერმწერის, ვინსენტ ვან გოგის ნატურმორტი „პარიზული რომანები და ვარდები ლარნაკში“ ნიუ-იორკში გამართულ Sotheby’s-ის აუქციონზე 62.7 მილიონ დოლარად გაიყიდა, რაც რეკორდული შედეგია და მხატვრის ყველაზე ძვირად ღირებული ნატიურმორტს წარმოადგენს.
უნდა აღინიშნოს, რომ ხელოვნების ნიმუში მოსალოდნელზე 35%-ით ძვირად გაიყიდა, რაც ვან გოგის შემოქმედების მიმართ კოლექციონერთა ინტერესის ზრდაზე მიანიშნებს.
1887 წელს პარიზში შექმნილი ნატურმორტისთვის ბრძოლა აუქციონზე შვიდი წუთი გრძელდებოდა და ის საკმაოდ დაძაბულიც იყო, რადგან მის პორტფელში წიგნების სურათებს იშვიათად თუ შეხვდებით, მიუხედავად იმისა, რომ ვან გოგი ლიტერატურის მოყვარული იყო და მხატვრულ ნაწარმოებებს ოთხ ენაზე კითხულობდა.
ვან გოგის გარდაცვალების შემდეგ, „პარიზული რომანები“ იტალიელმა კოლექციონერმა, ანტონიო მანჩინიმ შეიძინა, პირველად კი აუქციონზე ის 1988 წელს გამოვიდა, სადაც 7 მილიონ სტერლინგად გაიყიდა. ცხადია, წლების განმავლობაში ნახატის შეფასება დრამატულად გაიზარდა, რაც სწორედ ვინსენტ ვან გოგის შემოქმედების მიმართ ინტერესის ზრდით არის განპირობებული.