ვირუსულობით დიდძალი ქონების შექმნა 2025 წელსაც შეიძლება. ამ ტენდენციის უახლესი მაგალითი YouTube-ის ისტორიაში ყველაზე პოპულარული გმირის, Baby Shark-ის შემქმნელი კორეული კომპანია Pinkfong-ი გახდა, რომელსაც საუცხოო IPO ჰქონდა. KOSDAQ-ის ბირჟაზე ვაჭრობის დაწყების შემდეგ Pinkfong-ის ფასიანი ქაღალდები 60%-ით გაძვირდა, ანუ ინვესტორებმა კომპანია $53 მილიონად შეაფასეს.
როგორც Pinkfong-ში ამბობენ, ინვესტორებისგან მოზიდულ თანხას კომპანია ახალი ანიმაციური პერსონაჟების შექმნისთვის, პრემიული სერვისების დამატებისთვის და მთელ მსოფლიოში ფიზიკური მაღაზიების გახსნისთვის გამოიყენებს. Pinkfong-ი უმეტესწილად Baby Shark-ითაა ცნობილი, მაგრამ კორეელები აქ არ ჩერდებიან და საოჯახო გასართობი კონტენტის შექმნას აანონსებენ. ამ ხაზის პირველი სერიალი, სახელწოდებით Bebefinn, რამდენიმე წლის წინ გამოვიდა და მალევე იქცა Netflix-ის რჩეულად.
Baby Shark-ის თავდაპირველ ვიდეოს, რომელიც YouTube-ზე 2016 წელს აიტვირთა, დღევანდელი მონაცემებით 16.4 მილიარდი ნახვა აქვს, რაც ყველა მიმართულებით აბსოლუტური რეკორდია.