საცალო პროდუქტების ბაზარზე უდიდესი გარიგება მზადდება. შოკოლადის მწარმოებელი იტალიური გიგანტი Ferrero სასაუზმო ბურღულის მწარმოებელი ამერიკული გიგანტის, Kellogg-ის $3 მილიარდად შესყიდვას გეგმავს. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გარიგება, შესაძლოა, მიმდნიარე კვირაში დასრულდეს, რასაც Kellogg-ის ინვესტორები უკიდეგანო სიხარულით შეხვდნენ. სიახლე ბირჟის დახურვის შემდეგ გავრცელდა, რის შემდეგაც დღევანდელ წინასაბირჟო ვაჭრობაში Kellogg-ის აქციის ფასი თითქმის 60%-ით გაიზარდა.

კომპანია Kellogg-ი, რომელიც ერთ-ერთი დიდი ამერიკული კორპორაციაა, თავის დროზე აწარმოებდა, როგორც სასაუზმო ბურღულს ასევე სხვა წასახემსებელ პროდუქტებს, მათ შორის Pringles-ის ჩიფსს და Cheez-It-ის კრეკერებს. მოგვიანებით, კომპანია ორად გაიყო და ბურღულის გარდა ყველა ბიზნესი, რომელიც ბირჟაზე Kellanova-ს სახელითაა ცნობილი, აგრეთვე ამერიკულმა Mars-მა $36 მილიარდად შეიძინა, ხოლო ბურღულის კომპანია Kellogg-ი ცალკე კომპანიად დარჩა.

იტალიური Ferrero-ს მიერ ამერიკული Kellogg-ის შესყიდვით, იტალიური გიგანტი მსოფლიოს ნომერ პირველ ეკონომიკაში საკუთარ პოზიციებს გაიმყარებს, მით უფრო, რომ Kellogg-ის ყიდვით Ferrero-ს პორტფელში ამერიკელების საყვარელი სასაუზმო ბურღულის ბრენდები, Froot Loops-ი და Frosted Flakes-ი მოხვდა. ამ ბრენდების გარდა, Ferrero ასევე ფლობს Nutella-ს, Dr.Pepper-ის და Tic Tac-ის ბრენდებს.