ბრიტანულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Dyson-მა სოფლის მეურნეობის სექტორში ახალი სტანდარტი დააწესა. ინგლისის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ლინკონშაირში Dyson-მა 10.5 ჰექტარზე გაშენებული მარწყვის ავტომატიზებული სათბური წარადგინა, რომელიც სრულად AI-ის მიერ იმართება.
ამჟამად, სათბურში 1.2 მილიონი მარწყვის ჩითილია დარგული, რომელთაც კომპანიას მთელი წლის განმავლობაში 1,250 ტონა მარწყვის მოსავლის მიღების საშუალებას მისცემს, რაც ერთბაშად 250%-ით მეტია, ვიდრე ჩვეულებრივად, ანუ AI-ის დახმარების გარეშე.
მზარდ მოსავალზე ჰიბრიდული ვერტიკალური სისტემა არის პასუხისმგებელი — ვერტიკალური სარწყავი, რომელშიც, ტრადიციული მწკრივების ნაცვლად, მარწყვის ჩითილები 5.5 მეტრის სიმაღლის მოძრავ კონსტრუქციებზე არის მოთავსებული. ალუმინისგან შემდგარი ორი წრიული კონსტრუქცია ეშმაკის ბორბალივით ტრიალებს, რაც მზის სხივების ოპტილამურად განაწილებას უზრუნველყოფს, ხოლო ზამთარში, როცა მზის დეფიციტია, პროცესში LED-ნათურები ერთვება.
საინტერესოა, რომ ხელოვნური ინტელექტი და რობოტები ჩართულები არიან არამხოლოდ მარწყვის მოყვანის, არამედ მისი აღების პროცესშიც. სპეციალური სენსორების დახმარებით, რობოტები მარწყვის თითოეული ნაყოფის მოსულობის დონეს ამოწმებენ და მხოლოდ იმ კენკრას კრეფენ, რომელიც განვითარების შესაბამის სტადიას აკმაყოფილებს. სხვა რობოტები ღამით მუშაობენ და მცენარეებს სოკოვანი დაავადებების პრევენციის მიზნით ულტრაიისფერი სხიცებით ამუშავებენ. ასევე ქიმიური ჩარევის გარეშე ხორდიელდება მავნებლების კონტროლი.
აქვე, ორიოდ სიტყვა ვთქვათ თავად Dyson-ზე, რომელიც მტვერსასრუტების და თმის ფენებითაა ცნობილი, მაგრამ დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტების წინა პლანზე დგას. Dyson-ის გუნდი მოწინავე პროდუქტებს ავითარებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა და სოფლის მეურნეობა, სადაც თანამედროვე ინჟინრული გადაწყვეტები, ავტომატიზაცია და ხელოვნური ინტელექტი შეაქვს.











