წარმოიდგინეთ, რომ მოგზაური ხართ და გადაწყვიტეთ, ახალი წელი თბილისში გაატაროთ. ორბელიანის მოედანზე მოწყობილ საშობაო ბაზარში ხეტიალის გარდა, აუცილებლად მოგინდებათ “სუხიშვილების” საახალწლო დადგმაზე დასწრება, TATUZA Jazz Club-ში თანამედროვე ქართველი ჯაზმენების მოსმენა და “იაკობის ეზოში” ევროპულად წარმოდგენილი ქართული კერძების დაგემოვნება. დიდი ალბათობით, საქართველოს ყოფილი დედაქალაქის, მცხეთის და იქ არსებული უძველესი ეკლესია-მონასტრების დათვალიერება მოგინდებათ…

იმისთვის კი, რომ ყველაფერი ეს შესაძლებელი გახდეს, პირველ რიგში ისეთი სასტუმრო უნდა შეარჩიოთ, რომელიც თქვენს ყველა სურვილს მოერგება და იდეალურად დასვენების შესაძლებლობას მოგცემთ. ამიტომაც, სტრადალე თბილისის ყველაზე ძვირად ღირებული სასტუმროების რეიტინგს წარმოგიდგენთ, რომელიც პლატფორმა Booking.com-ის მიხედვით შევადგინეთ. ჩამონათვალი, რომელიც მივიღეთ, გარკვეულწილად, პროგნოზირებადი იყო, რადგან ულტრაპრემიალური და, შესაბამისად, ძალიან ძვირად ღირებული სასტუმრო თბილისში არც ისე ბევრია.

Wyndham Grand Tbilisi ★★★★★

ჯამური ფასი: 18,174 ლარი
ერთი ღამის ფასი: 3,029 ლარი
საუზმე: +
ოთახის ტიპი: Ambassador Suite
რეიტინგი: 8.7 (Fabulous)
ადგილმდებარეობა: ლ. გუდიაშვილის ქუჩა #3

Swissotel Tbilisi ★★★★★

ჯამური ფასი: 17,184 ლარი
ერთი ღამის ფასი: 2,864 ლარი
საუზმე: +
ოთახის ტიპი: Presidential Suite
რეიტინგი: 9.4 (Superb)
ადგილმდებარეობა: ს. ვირსალაძის ქუჩა #3

The Telegraph Hotel ★★★★★

ჯამური ფასი: 16,957 ლარი
ერთი ღამის ფასი: 2,826 ლარი
საუზმე: +
ოთახის ტიპი: Executive Suite
რეიტინგი: 9.0 (Superb)
ადგილმდებარეობა: 31, შ. რუსთაველის გამზირი

Ambassadori Tbilisi Hotel ★★★★★

ჯამური ფასი: 11,880 ლარი
ერთი ღამის ფასი: 1,980 ლარი
საუზმე: +
ოთახის ტიპი: Elegance Suite
რეიტინგი: 8.9 (Fabulous)
ადგილმდებარეობა: 17, ი. შავთელის ქუჩა

Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace ★★★★★

ჯამური ფასი: 11,398 ლარი
ერთი ღამის ფასი: 1,900 ლარი
საუზმე: +
ოთახის ტიპი: Executive Suite
რეიტინგი: 8.8 (Fabulous)
ადგილმდებარეობა: 20, თელავის ქუჩა