სოციალური მედიის გავლენიანი ფიგურები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ უბრალოდ „ინფლუენსერებად“ მოიხსენიებოდნენ, დღეს უკვე სრულფასოვან მეწარმეებად ითვლებიან. 2024 წელს მათ მიერ გამომუშავებული შემოსავლები, ხილვადობა და გავლენა მკვეთრად გაიზარდა. ამერიკული Forbes-ის დათვლებით, მსოფლიოს 50-მა ყველაზე შემოსავლიანმა კონტენტ-კრეატორმა გასულ წელს $853 მილიონი გამოიმუშავეს, რაც წლიურად 18%-იანი ზრდაა.
გაზრდილ შემოსავალს გაზრდილი მოთხოვნა განაპირობებს. YouTube-ის ინფორმაციით, ყოველდღიურად პლატფორმაზე ტელევიზორის ეკრანით ნანახი ვიდეოების ხანგრძლივობა მილიარდ საათს უახლოვდება, რაც ადასტურებს, რომ კონტენტ-კრეატორები უკვე საყოფაცხოვრებო მედიის ძირითადი წყაროც გახდნენ. ამავდროულად, წამყვანი კრეატორების ერთობლივმა აუდიტორიამ უკვე 3.4 მილიარდს გადააჭარბა, რაც წლიურად 24%-იანი ზრდაა.
ამ ყველაფრის პარალელურად, კომპანიები კონტენტ-კრეატორებს უფრო და უფრო ხშირად ასპონსორებენ. Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების დათვლებით, კონტენტ-კრეატორების მიერ კერძო კაპიტალის მობილიზების მაჩვენებელი დღეს ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულზე არის შენარჩუნებული. ყველაზე მეტს ის ინფლუენსერები გამოიმუშავებენ, რომელთაც ყველაზე დიდი აუდიტორია ჰყავთ და დღეს, სწორედ ამ ადამიანებს გაგაცნობთ - რეიტინგს, რომელიც ამერიკულმა Forbes-მა შეადგინა.
1 — ჯიმი დონალდსონი (MrBeast)
შემოსავალი: $85 მილიონი
გამომწერები: 634 მილიონი
ასაკი: 27
ქვეყანა: აშშ
2 — დარ მენი (Dhar Mann)
შემოსავალი: $56 მილიონი
გამომწერები: 137 მილიონი
ასაკი: 41
ქვეყანა: აშშ
3 — ჯეიკ პოლი (Jake Paul)
შემოსავალი: $50 მილიონი
გამომწერები: 79 მილიონი
ასაკი: 28
ქვეყანა: აშშ
4 — რეტ მაკლაფლინი და ლინკ ნილი (Rhett & Link)
შემოსავალი: $36 მილიონი
გამომწერები: 33.8 მილიონი
ასაკი: 47
ქვეყანა: აშშ
5 — ალექს კუპერი (Alex Cooper)
შემოსავალი: $32 მილიონი
გამომწერები: 15 მილიონი
ასაკი: 30
ქვეყანა: აშშ











