გასული წელი ჰოლივუდისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო, რაც ერთი წლით ადრე კალიფორნიაში დაწყებულ პროტესტებს უკავშირდება. მრავალთვიანი გაფიცვების შემდეგ, მსახიობები და სცენარისტები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ, მაგრამ კინოწარმოებამ მკვეთრად იკლო, რაც უკავშირდება, როგორც ხარჯების გაზრდას, ასევე სხვა ქვეყნების მიერ კინოპროდიუსერებისთვის შეთავაზებულ მისაღებ საგადასახადო პირობებს. როგორც ჰოლივუდში ამბობენ, გასულ წელს ინდუსტრია შეიცვალა და ამიერიდან, ჰოლივუდი არასდროს იქნება ისეთი, როგორიც ადრე.
დღეს 2024 წლის ყველაზე წარუმატებელი ფილმებს გაგაცნობთ, რომლებიც ამ რეიტინგში მოხვდნენ არა IMDb-ის შეფასებით, არამედ ფულადი წაგებით, რომელიც გასულ წელს დააფიქსირეს.
1 — Joker - Folie à Deux
IMDb: 5.2
კომპანია: Warner Bros
ბიუჯეტი: $371.3 მლნ
შემოსავალი: $227 მლნ
წაგება: $144.3 მლნ
2 — Furiosa - A Mad Max Saga
IMDb: 7.5
კომპანია: Warner Bros
ბიუჯეტი: $330.6 მლნ
შემოსავალი: $211 მლნ
წაგება: $119.6 მლნ
3 — Borderlands
IMDb: 4.7
კომპანია: Lionsgate
ბიუჯეტი: $184 მლნ
შემოსავალი: $104 მლნ
წაგება: $80 მლნ
4 — Megalopolis
IMDb: 4.7
კომპანია: Lionsgate
ბიუჯეტი: $146 მლნ
შემოსავალი: $70.5 მლნ
წაგება: $75.5 მლნ
5 — Kraven The Hunter
IMDb: 5.5
კომპანია: Sony Pictures
ბიუჯეტი: $191 მლნ
შემოსავალი: $120 მლნ
წაგება: $71 მლნ











