ამერიკული Tesla, რომელსაც რიგი ფაქტორების გამო ბოლო თვეებში ელექტრომობილების გაყიდვა ფაქტობრივად ყველა ბაზარზე უჭირს, შემოსავლის გაზრდის მიზნით სიახლეებს აანონსებს.

ჩინელი მომხმარებლის გულის მოსაგებად ილონ მასკის კომპანია ქვეყანაში ორ ახალ მოდელს წარადგენს. პირველი — გაზრდილი გასავლელი მანძილის მქონე სედანი Model 3 Plus-ია, მეორე კი — უფრო გრძელი, სამრიგიანი Model YL. ცოტა ხნით ადრე, Tesla-მ ჩინეთში Model Y Juniper-ი წარადგინა, მაგრამ ამ იდეამ, როგორც ჩანს, არ იმუშავა.

ახალი $50,000-იანი Tesla Model YL ჩინეთში შემოდგომაზე გამოჩნდება. ეს ავტომობილი ექვსადგილიანია და ჩვეულებრივ მოდელთან შედარებით ოდნავ გრძელი და მაღალია. ამასთან, ელექტომობილს განახლებული დიზაინის დისკები, სკამები და უკანა ნაწილი აქვს, სადაც ასევე ახალ სპოილერს ვხვდებით. მსგავს ავტომობილს Tesla ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ყიდის, მაგრამ იმ ავტომობილში სივრცე საკმაოდ ლიმიტირებული. Tesla Model YL-ში ორი ელექტრომოტორი აქვს, რომლებიც ჯამურად 456 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ.