აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ქვეყანაში ავტომობილების იმპორტზე დაწესებულმა 25%-იანმა ტარიფმა პირველადი შედეგები გამოიღო. 2025 წლის მეორე კვარტალში, General Motors-ის შემოსავალი 1.8%-ით შემცირდა და $47.1 მილიარდი შეადგინა, როცა წმინდა მოგებამ ერთბაშად 35%-იანი კლება აჩვენა.

კომპანიის შეფასებით, ტარიფების დარტყმის ეკონომიკური ეფექტის მოცულობამ $1.1 მილიარდი შეადგინა.

უახლეს შედეგებთან ერთად, საკმაოდ პესიმისტურად გამოიყურება კომპანიის პროგნოზი, რომლის თანახმად დასახულ შემოსავალს კომპანია წლის ჭრილში მაინც მიიღებს, მაგრამ წმინდა მოგება იმაზე მეტად შემცირდება, ვიდრე მეორე კვარტალში.

General Motors-ი ამერიკული კომპანიაა, რომელიც ავტომობილებს მექსიკაში, კანადაში და სამხრეთ კორეაში აწარმოებს და თითოეული ამ ქვეყნისთვის ავტომობილებზე 25%-იანი ტარიფი მოქმედებს, რაც GM-ის ავტომობილებს აძვირებს.